„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „სტრასბურთან“ მატჩის პრესკონფერენციაზე კილიან მბაპესა და მაურო იკარდის შესახებ ისაუბრა. ასევე მან კომენტარი გააკეთა იმ ვარსკვლავურ შემადგენლობაზე, რომელიც მის განკარგულებაშია.
„ჩვენთვის ეს არის გამოწვევა, როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, რომ შევძლოთ ამ ვარსკვლავების გუნდად, ბუნებრივად გადაქცევა, დისციპლინით და ორგანიზებით მივაღწიოთ შედეგს. ძალიან ბევრს ვშრომობდით, რომ იქ მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ასევე ვტკბებით მდგომარეობით.
მბაპე ჩვენი ფეხბურთელია და ჩვენთან თამაშს გააგრძელებს. პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება და ეს ერთადერთია, რაც ამ საკითხზე მნიშვნელოვანია. იკარდი? ისიც ჩვენი ფეხბურთელია, ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ არსებობს საფუძველი, რომ მის გაყიდვაზე ვიფიქროთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, პსჟ ლიგა 1-ის მეორე ტურში 14 აგვისტოს, „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.