ფეხბურთი

19:13 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსა „ლიდს იუნაიტედს“ მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის

არგენტინელმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ „ლიდს იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს მომდევნო სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სამხრეთამერიკელმა მწვრთნელმა გუნდი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა და კლუბმა დასახულ მიზანს მიაღწია - „ლიდს იუნაიტედი“ 2020 წელს პრემიერლიგაში 16 წლის შემდეგ დაბრუნდა. ინგლისის ჩემპიონატში გასულ სეზონში გუნდმა არგენტინელის ხელმძღვანელობით მეცხრე ადგილი დაიკავა, 59 ქულით და სამი ქულა დააკლდა ევრო საგზურის მოსაპოვებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124342