ფეხბურთი

22:58 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერმა“ გეზალი „ბეშიქთაშში“ გაუშვა

ალჟირის ეროვნული ნაკრების და „ლესტერის“ აწ უკვე ყოფილი შემტევი რაშიდ გეზალი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. როგორც თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკელმა მოთამაშემ 3+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ინგლისელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ სამი მილიონი ევრო მიიღეს.

გეზალი „მელიებმა“ 2018 წელს „მონაკოდან“ დაიმატეს, თუმცა ფეხბურთელმა ინგლისელების იმედია ვერ გაამართლა და ჯერ „ფიორენტინაში“ იყო განათხოვრებული, შემდეგ კი „ბეშიქთაშში“. გასულ სეზონში თურქული გუნდის მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალჟირელის აქტიურობით „ბეშიქთაში“ თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

0.123115