ფეხბურთი

17:08 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით დასახელდებიან და უკვე ცნობილია სამ-სამი ნომინანტი. უეფამ საკუთარ ვებგვერდზე თითოეულ პოზიციაზე სამ-სამი ფეხბურთელი წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ მომინანტთა შორის არ არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. რა თქმა უნდა, სჭარბობენ „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეები, რადგან ამ გუნდებმა ფინალში ითამაშეს.

მეკარეები: ტიკო კურტუა (რეალი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ედუარდ მენდი (ჩელსი)

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი)

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), რობერტო ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ ჟერმენი)

უეფა პოზიციების მიხედვით საუკეთესოებს 26 აგვისტოს დაასახელებს, როდესაც ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 2019-2020 წლების სეზონში გამარჯვება მანუელ ნოიერმა, იოზუა კიმიხმა, კევინ დე ბრუინმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვეს.

0.115655