ინგლისურმა „ლივერპულმა“ ვირჯილ ვან დეიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ენფილდ როუდზე“ 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
„წარმოუდგენელია, ვამაყობ ახალი შეთანხმებით. მოუთმენლად ველოდები თუ რა მოხდება „ლივერპულში“ ჩემს მომავალში. ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი დღიდან, როდესაც ამ კლუბს შევუერთდი, ვიგრძენი გულშემატკივრების, ჩემი თანაგუნდელებისა და სტაფის მხარდაჭერა. გასული სეზონი პირადა მე უნდა დავივიწყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ამხანაგური მატჩები ჩავატარე, მაგრამ ვგრძნობ, რომ პრემიერლიგისთვის მზად ვარ, ვნახოთ, მწვრთნელი რას გადაწყვეტს“, - თქვა ვან დეიკმა.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულმა“ 2018 წლის ზამთარში „საუთჰემპტონიდან“ დაიმატა და მას შმედეგ 130 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ნიდერლანდელ მცველს გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო პრაქტიკულად მთლიანად გაუცდა და 8 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.