გიორგი ჩაკვეტაძემ 10-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა, კონფერენს ლიგაზე ლატვიურ რფს-თან ბოლო 25 წუთი. „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო.
„გიორგის ფეხები არ უკანკალებდა. მსგავსი მატჩები, როდესაც მეტოქე თავს იცავს, მისთვის იდეალურია. მას არ სჭირდება ბევრი თავდაცვითი სამუშაო, ის მოედანზე ნამდვილად ნათელი წერტილი იყო.
სხვები ნერვიულობდნენ, მან ძალიან მშვიდად ითამაშა. ბურთს ინარჩუნებდა და მოედანს ხედავდა. ეს პირველი წინგადადგმული ნაბიჯია, პრესეზონის დროს დაშავდა, მაგრამ ახლა აქ არის და ვიმედოვნებთ, რომ ჯანმრთელი იქნება და შეტევაში გაგვაძლიერებს“, - თქვა ვან ჰაეზბრუკმა.
შეგახსენებთ, რომ „გენტი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში პოლონურ „რაკოვს“ შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ დაამარცხა.