ფეხბურთი

13:02 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის მაისურები სარეკორდო რაოდენობით 24 საათში გაიყიდა

„პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის მაისურების გაყიდვა უკვე დაიწყო და როგორც არგენტინული გამოცემა Ole წერს, პირველ დღეს ყველა კომპლექტი გაიყიდა, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

მთლიანობაში მოგება დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ძალიან დიდი თანხაა. პსჟ-ს ფანებში ინტერესი არა მარტო მაისურებმა, არამედ შარფებმაც გამოიწვია, რომელსაც აწერა: „მესი 30“.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი პსჟ-ს რამდენიმე დღის წინ ორწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და ახალი სეზონიდან ფრანგული გუნდის მაისურით ითამაშებს.

0.123354