ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ იტალიის ნაკრები დატოვა. დანიელე „სკუადრა აძურაში“ 2021 წლის მარტიდან იყო დასაქმებული და სამწვრთნელო შტაბს ეხმარებოდა.
როგორც დე როსიმ აღნიშნა, უნდა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს და ამისთვის მზადაა.
„ეს იყო რთული არჩევანი, რადგან ყველასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ვტოვებ იტალიის ნაკრებს. მათ ალბათ 1% მივეცი და სანაცვლოდ მომცეს დაუვიწყარი გამოცდილება. ყოველთვის ვალში ვიქნები ეროვნული ნაკრების წინაშე, თუმვა მკაფიო წარმოდგენა მაქვს იმის შესახებ, რისი გაკეთებაც მინდა. მინდა მწვრთნელი ვიყო. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 38 წლის ვარ და არასდროს მიმუშავია მთავარ მწვრთნელად, მაგრამ თავს მზად ვგრძნობ“, - თქვა დე როსიმ.
შეგახსენებთ, რომ დე როსი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა ცხადია, არა, როგორც ფეხბურთელი. მან კარიერა 2019 წელს „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულა.