ფეხბურთი

22:10 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "ბარსელონაში" იმიტომ მიმიწვიეს, რომ სხვა კანდიდატი არ ჰყავდათ"

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ბლაუგრანაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ გუნდში ძალიან მძიმე ვითარება იყო. სეტიენმა ისიც აღიარა, რომ ყველაფერი თავიდანვე იცოდა, მაგრამ ამ წინადადებაზე უარის თქმა მაინც არ შეეძლო.

„ვიცოდი, რომ „ბარსელონაში“ ძალიან რთულ დროს მივდიოდი, მაგრამ ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მექნებოდა. ვიცი, რომ „ბარსელონადან“ იმიტომ დამირეკეს, რომ სხვა არავინ ჰყავდათ, მაგრამ შეუძლებელია უარის თქმა, როცა ასეთი კლუბი გეპატიჟება.

ასეთ გასახდელში არასდროს ვყოფილვარ, არც ეროვნულ ნაკრებში და არც მადრიდის „ატლეტიკოში“, განსხვავებული იყო და ამან გამაოცა. ბევრი ისეთი რამ იყო, რისი კონტროლიც შეუძლებელი გახლდათ. გუნდი არ იყო ბედნიერი, ასეთი რამ მანამდე 40 წლის განმავლობაში არ მენახა.

კლუბმა და პრეზიდენტმა 17 აგვისტოს გამათავისუფლა, ეს დაუყოვნებლივ მოხდა, მაგრამ შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არაფერი მომხდარა. ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ გამათავისუფლეს. 40 დღის მერე მივიღე გათავისუფლების წერილი, რადგან ვადები დაცული არ იყო, საჩივარი სასამართლოში შევიტანე. ფაქტობრივად, პროცესის დაწყებას ველოდებით“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად 2020 წლის დასაწყისში დაინიშნა, ხოლო აგვისტოში, „ბაიერნთან“ წაგების (2:8) შემდეგ გაათავისუფლეს.

0.113957