ფეხბურთი

18:17 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოში 4 სექტემბრამდე სპორტულ ღონისძიებებზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სპორტული სახის ღონისძიებებზე შეზღუდვა დაწესდა. ამდენად, შეწყდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატიც.

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა შემოიღო და მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებზეც. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო მატჩებზე და ამდენად 2 სექტემბერს, ბათუმში, საქართველოსა და კოსოვოს თამაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა ახალხანს დასრულდა და 22-ე ტური გაიმართა. თუმცა, ახლა გუნდებს იძულებითი პაუზის აღება მოუწევთ.

0.121654