ინსაიდერმა ნობელ არუსტამიანმა, რომელმაც გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელია დოკუმენტური ფილმი გადაიღო, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
არუსტამიანის განცხადებით, კვარაცხელიას დამატების ყველაზე დიდი შანსი ლონდონის „ტოტენჰემს“ აქვს, რადგან ინგლისური გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მისით კარგა ხანია აღფრთოვანებულია.
„ტოტენჰემის“ ერთ-ერთი შენაძენი შეიძლება იყოს ხვიჩა კვარაცხელია. პარატიჩი დიდი ხანია აღფრთოვანებულია ხვიჩას ტალანტით და გაზაფხულზე ერთ-ერთ აგენტს ვალერიო ჯუფრიდას დაუკავშირდა.
ჯუფრიდა მთავარი ფიგურა იყო მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ბერგამოს „ატალანტაში“ ალექსეი მირანჩუკისა და ელდორ შომუროდოვის „ჯენოაში“ ტრანსფერებში. ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად ჯუფრიდასა და პარატიჩის პირველი დიალოგი ხვიჩას „იუვენტუსში“ ტრანსფერზე შედგა, მაგრამ ახლა სიტუაცია მთლიანად შეიცვალა, რადგან პარატიჩიმ ტურინული კლუბის ივნისში დატოვა და ამჟამად უკვე „ტოტენჰემში“ მუშაობს, რომელიც ხვიჩას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად მოსჩანს“, - თქვა არუსტამიანმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მას ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში სწორედ ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტოტენჰემი არაა !!!
მოკლედ, ქართულ სპორტულ მედიას რომ გადახედო, შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ მთელი სამყარო აღფრთოვანებულია "ქართველი ტალანტებით". ამ დროს რეალურად საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი თათარსტანში თამაშობს.
)
პარალელურად, ერთ-ერთმა სერბმა 21 წლის ფეხბურთელმა, შარშან სერია A-ში 21 გოლი გაიტანა.
წარმოიდგინეთ, ქართველი რომ ყოფილიყო, რა ამბები იქნებოდა აქ
შენ გგონია სერბეთში არ არის ეგრე ან კიდევ იტალიაში არ არის მაგ სერბის ქება დიდება? რა ქართველი ტალანტებით? ვინც არის მართლა მაგარი იმაზე მიდის საუბარი ნუ იცით ეს რაღაც სულელური თვით გვემა.
ქართველი 22 გოლს გაიტანდა !