მას შემდეგ, რაც აშრაფ ჰაქიმი „პარი სენ-ჟერმენში“ გაყიდა, „ინტერი“ მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას ეშურება.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ „ნერაძურიმ“ პსვ-ს დენზელ დუმფრისის თაობაზე მიმართა. მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
წყაროს მტკიცებთ, დუმფრისი „ინტერის“ პრიორიტეტული სამიზნეა და 12 მილიონ ევროსაც არ დაიშურებს მასში. პსვ კი მის უფრო სარფიანად გაყიდვას ცდილობს.
დუმფრისი პსვ-ის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მანამდე „ჰერენვენსა“ და „სპარტაში“ თამაშობდა.
გასულ ევრო 2020-ზე 25 წლის უკანახაზელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნიდერლანდებს ნაკრებში.