ფეხბურთი

12:53 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი და რონალდუ ერთ გუნდში?

„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ერთი ვარსკვლავის მეორით ჩანაცვლება გადაწყვიტა, თუმცა ეს მომავალ ზაფხულს მოხდება.

საქმე ის არის, რომ ლეო მესის მისვლის მიუხედავად, კილიან მბაპეს გუნდში დარჩენა არ სურს. ის აღარ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც გაისად იწურება - გვამცნობს AS.

წყაროს ინფორმაციით, მბაპეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას არ გაუშვებენ. სავარაუდოდ ის 2022 წლის ზაფხულში შეუერთდება მადრიდის „რეალს,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

მის მაგიერ პსჟ 36 წლის კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას ეცდება, რომელსაც სწორედ ამ დროს გაუვა ხელშეკრულებოს ვადა „იუვენტუსთან“ და ისიც თავისუფალი აგენტი გახდება.

ისე, საინტერესო იქნება არა, მესი და რონალდუ ერთ გუნდში...

0.117949