ფეხბურთი

12:13 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დინამო თბილისში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

დინამო თბილისში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის მიზეზი - კლუბის განვითარებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და საკადრო პოლიტიკის შეცვლაა.

კლუბის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს დინამო თბილისის მენეჯმენტისა და საკვანძო პოზიციების ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მართვას დირექტორთა საბჭო
(ე.წ. ბორდი) განახორციელებს, სპორტის მიმართულებას კი ახალი სპორტული დირექტორი ჩაიბარებს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებში მთავარი გუნდის დაკომპლექტებისა და შედეგების გაუმჯობესების გარდა, აკადემიაში განსახორციელებელი ცვლილებებისა და სტრუქტურის ფორმირება იქნება.

დინამო თბილისის სტრუქტურაში გაჩნდება ახალი - ბიზნეს მიმართულება, რომლის მიზანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის მართვის, სპონსორებთან ურთიერთობის, მარკეტინგული პროექტების, შიდა და საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა იქნება.

დინამო თბილისის ბორდი კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი ადამიანებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, ბორდის წევრ მენეჯერებს კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

„ვმუშაობთ სწორ მოედელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს დინამო თბილისის სტრუქტურა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე უფრო სწორი დროა მოხდეს კლუბის სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმირება. ეს დინამოს საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ფინანსურად ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ კლუბად ჩამოყალიბდეს“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

დინამო თბილისის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კლუბის სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რის საფუძველზეც მოხდება ახალი სტრუქტურის დამტკიცება.

საკადრო ცვლილებებისა და სტრუქტურული გადაადგილებების შესახებ, რომან ფიფია პრესკონფერენციას სექტემბრის პირველ კვირაში გამართავს, სადაც მედიასა და გულშემატკივარს კლუბის ხელმძღვანელობას წარუდგენს.

FCDINAMO.GE

0.161945