NBA-ს საზაფხულო ლიგაში „მილუოკი ბაქსის“ რიგებში მეორე შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც წინა სადებიუტო თამაშში ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 6-ქულიანი სხვაობით 91:97 დამარცხდა. სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ამჯერადაც ახლოს იყო დაბლ-დაბლთან, რომელსაც მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა. 29:14 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„მილუოკი ბაქსი“ საზაფხულო ლიგაში მომდევნო შეხვედრას 14 აგვისტოს, „მინესოტასთან“ გამართავს.