სხვა

1:28 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინო როსი ავტორბოლებში გადასვლას აპირებს

ლეგენდარული იტალიელი მოტო მრბოლი ვალენტინო როსი ამბობს, რომ რბოლებში მხოლოდ იმისთვის არ გამოდის, რომ უბრალოდ, მონაწილეობა მიიღოს. მას გამარჯვება სურს. და ამის მისაღწევად, საუკეთესო გამოსავლად, ავტო რბოლებში გადასვლა მიაჩნია.

ახლახანს მან გამოაცხადა, რომ მოტოგრანპრიში კარიერას ასრულებს. მაგრამ მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი რბოლებთან დამშვიდობებას არ აპირებს. უბრალოდ, ორი ბორბლიდან ოთხზე გადასვლას აპირებს.

მას ამის გამოცდილება აქვს - GT3 კლასის რბოლებში გამოდიოდა და არასდროს დაუმალავს, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობა სურს.

„ყოველთვის მომწონდა ავტომობილებით რბოლები. თავიდან კარტინგით დავიწყე, რადგან მამაჩემს მოტო რბოლებისადმი შიში ჰქონდა. მას ბევრი ტრავმა ჰქონდა და თვლიდა, რომ მანქანები უფრო უსაფრთხოა. მოკლედ, კარტინგით დავიწყე, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ, მინი ბაიკებზე გადავედი. ბედად, მოტოციკლებზე რბოლები გავაგრძელე. ვფიქრობ, ავტო რბოლებში ამდენს ვერ მივაღწევდი. თუმცა მანქანები ჩემს გულში დარჩა“, - ყვება როსი.

„მოტოკარიერის დროს, ყოველთვის ვცდილობდი ავტომობილის მართვის უნარის დახვეწას, რადგან მინდოდა, რომ ავტო რბოლებისთვის მზად ვყოფილიყავი. ისეთ დონეზე არ ვარც, როგორც მოტო რბოლებში, მაგრამ გასართობად რბოლებში მონაწილეობა ჩემთვის არაა. თუ ნამდვილი მრბოლი ხარ, მაშინ ყოველთვის მოსაგებად უნდა იბრძოლო. მაგრამ ამჟამად არ ვიცი, რომელი მანქანებით და რომელ რბოლებში მივიღებ მონაწილეობას“, - დასძენს ილ დოტორე.

0.115632