ფეხბურთი

22:30 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" ვესტერგორის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

დანიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემტონის" მცველმა იანიკ ვესტერგორმა შესაძლოა კარიერა "ლესტერში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მელიები" "წმინდანებს" უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "ლესტერი".

"მელიებს" ვესლი ფოფანას მძიმე ტრავმის შემდეგ ცენტრალური მცველის დამატება სურთ, რადგან ფოფანა გაურკვეველი დროით გამოაკლდა გუნდს. "მელიები" დანიელის დამატებას 2020 წლის იანვარშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"საუთჰემპტონმა" იანიკი 2018 წელს დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 79 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში ვესტერგორს 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111026