ფეხბურთი

22:08 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანი მესის ტრანსფერზე: "საკითხავია ექნებათ თუ არა ამდენ ვარსკვლავს ჰარმონია მოედანზე"

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორი ოლივერ კანი „პარი სენ ჟერმენის“ წარმოუდგენელი გაძლიერებით შეშფოთებული არაა და დარწმუნებულია, რომ მის გუნდს კონკურენციის გაწევა შეუძლია.

კანმა მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ჩემპიონობა მოიყვანა და ეჭვი ეპარება, რომ პსჟ-ში ყველა ვარსკვლავი ერთად კარგად თამაშს მოახერხებს.

„პსჟ-ში რეგულარულად იხდიან წარმოუდგენელ თანხებს გუნდის გასაძლიერებლად, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება. უყურებ ყველა ამ სახელს და ფიქრობ, რომ პსჟ-ს განსაკუთრებული გუნდი ჰყავს. მაგრამ ისინი ერთად იმუშავებენ? იქნება ჰარმონია მოედანზე? ეს მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, არ ვარ შეშფოთებული ჩვენი კლუბის კონკურენტუნარიანობით.

გაიხსენეთ ევრო 2020, რომელმაც აჩვენა, რომ იმარჯვებს არა ყველაზე ნიჭიერი გუნდი, არამედ ის, ვინც გუნდურად საუკეთესოდ თამაშობს“, - თქვა კანმა.

0.10037