"ბლექბერნის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ადამ არმსტრონგი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. როგორც "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ადამმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ კი "ბლექბერნმა" 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
ადამი "ნიუკასლის" აკადემიის აღზრდილია და კლუბმა თავდამსხმელი "ბლექბერნში" 2018 წელს გაასხვისა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არმსტრონგმა 160 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 64 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. ადამს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თუმცა ეროვნული ნაკრებიდან მიწვევა არ მოუღია.