ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ლონდონის „ტოტენჰემში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს. თუმცა, რუსმა სპეციალისტმა Championat-ის ჟურნალისტს ურჩია, რომ ამ თემაზე აგენტს მიმართოს.
„მე არაფერი ვიცი ხვიჩას „ტოტენჰემში“ გადასვლის შესახებ. როგორც წესი, ამ საკითხზე მისი აგენტი საუბრობს და უმჯობესია მას ჰკითხოთ“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მას ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში სწორედ ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.