ფეხბურთი

16:30 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო უკვე დაუკავშირდა ფიფას მესვეურვებს.

იტალიელთა მიზანია მსოფლიოს ჩემპიონატს 2030 წელს უმასპინძლონ. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ხმაურდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ალტერნატივად, თუ მუნდიალის მასპინძლობა არ გამოუვათ, ევრო 2028-ის მასპინძლობა უნდათ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატს ორჯერ 1934 და 1990 წლებში, ხოლო ევროპის ჩემპიონატს ასევე ორჯერ, 1968 და 1980 წლებში უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109138