ფეხბურთი

11:23 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის გადასვლას გამოეხმურა. ბრაზილიელი ფეხბურთელია ბედნიერია, რომ არგენტინელი პსჟ-ში ითამაშებს.

“ძალიან დიდი სიხარულია ამ ორი მაისურით თამაში და ახლა რომ ვხედავ, რომ ჩემი მეგობარი ამ მაისურით ითამაშებს, ვხვდები, რომ ბევრი სიხარულის მომენტი მოდის. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი სერხიო რამოსიც ამ სუპერგუნდში ითამაშებს. ჩემპიონობის სუნი მცემს“, - დაწერა რონალდინიომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის მსგავსად, რონალდინიოსაც უთამაშია „პარი სენ ჟერმენსა“ და „ბარსელონაში“, მაგრამ პირიქით - ის საფრანგეთიდან გადავიდა ესპანეთში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132419