ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე და შესაბამისად, ექვსივე წყვილი ცნობილია. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რომელიც საკმაოდ სენსაციური გამოდგა.
ლისაბონის „ბენფიკამ“ მოსკოვის „სპარტაკს“, მოსკოვშიც და ლისაბონშიც ერთნაირად - 2:0 მოუგო და პლეი-ოფშია. დონეცკის „შახტარმაც“ ორჯერ დაამარცხა ბელგიური „გენკი“ და ორჯერვე 2:1, რითაც ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა, ხოლო ზაგრების „დინამომ“ ვარშავის „ლეგიას“ აჯობა მძიმე ბრძოლაში (1:1, 1:0). შედარებით ნაკლები სანერვიულო ჰქონდა ბერნის „იანგ ბოიზს“ რუმინულ „კლუჟთან“, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 4:2 სძლია, პსვ ეინდჰოვენმა კი დანიური „მიდტიულანდის“ ბარიერი იოლად დასძლია - 3:0, 1:0. იგივე ითქმის ფრანგულ „მონაკოზეც“, რომელმაც პრაღის „სპარტას“ აჯობა 2:0, 3:1. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა პრაღის მეორე გუნდი, „სლავია“, რომელმაც „ფერენცვაროშს“ 1:0 კი მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული. უნგრელთა რიგებში არ უთამაშიათ ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასეთი წყვილები მივიღეთ:
ჩემპიონთა გზა
„ზალცბურგი“ (ავსტრია) - „ბრონდბიუ“ (დანია)
„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
„შერიფი“ (მოლდოვა) - „დინამო ზაგრები“ (ხორვატია)
„მალმიო“ (შვედეთი) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)
ლიგის გზა
„მონაკო“ (საფრანგეთი) – „შახტარი“ (უკრაინა)
„ბენფიკა“ (პორტუგალია) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილმა გუნდებმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის 26 მონაწილე უკვე ცნობილია და უნდა გაირკვეს კიდევ 6 გუნდი. პლეი-ოფის მატჩები 17-18 და 24-25 აგვისტოს გაიმართება, 26 აგვისტოს კი, ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის პირველი ტურის მატჩები თავის მხრივ 14 და 15 სექტემბერს ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ თამაშით ჩემპიონი გახდება უნაიტედი