მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დანი სებალიოსი ერთი თვე ვერ ითამაშებს. ესპანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ტოკიოს ოლიმპიადაზე, ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში დაშავდა.
მადრიდში დაბრუნების შემდეგ მას სამედიცინო შემოწმება „რეალის“ ექიმებმა ჩაუტარეს და გაირკვა, რომ ერთი თვე მოედანზე ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ სებალიოსმა გასული სეზონი იჯარით „არსენალში“ გაატარა, ახალ სეზონს კი „რეალის“ მაისურით ჩაატარებს.