ფეხბურთი

22:55 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტსაც მალე გააფორმებს. არგენტინელი რომ პარიზული გუნდის ფეხბურთელია, ეს პსჟ-მ უკვე დაადასტურა.

მესის 11 აგვისტოს წარადგენენ და პრესკონფერენციასაც გამართავს, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონაში“ მომდევნო ორი სეზონი ითამაშებს და შესაძლებელი იქნება კონტრაქტის ერთი წლით განახლებაც. მისი ანაზღაურება პარიზში 35 მილიონი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109576