ფეხბურთი

18:06 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია!

ახლა უკვე ოფიციალურად - ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია! არგენტინელის თავდამსხმელის ხმაურიანი ტრანსფერი ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომლის სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა, რაც მესის დამატებას ადასტურებს.

34 წლის ფეხბურთელიც პარიზში ჩავიდა. მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ანაზღაურება 35 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში არსებობს თანამშრომლობის ერთი წლით განახლების პუნქტიც. მესი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. მან 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამ-სამჯერ კი ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა. ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13062