ფეხბურთი

14:25 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი პსჟ-ს ფეხბურთელი დღეს გახდება

ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. L’Equipe-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი დღეს საღამოს უკვე პარიზში იქნება და კონტრაქტს გააფორმებს.

შეთანხმებულია პირობებიც: მესი პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, 1 წლით განახლების ვარიანტით და სეზონში მისი ხელფასი 35 მილიონი ევრო იქნება.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა იმასაც წერს, რომ ოთხშაბათს მესი ახალი კლუბის წევრის რანგში პირველ პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი ვერ გააფორმა, რის გამოც გუნდის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.648918