„მილუოკი ბაქსში“ სანდრო მამუკელაშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა კალათბურთელმა საზაფხულო ლიგაში ითამაშა და პირველი თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.
„მილუოკიმ“ ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ 81:78 დაამარცხა, ხოლო მამუკელაშვილმა 28:40 წუთში 11 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა.
შეგახსენებთ, რომ „მილუოკიმ“ მამუკელაშვილი დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია და მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ქართველი კალათბურთელი სწორედ 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.