ფეხბურთი

10:53 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში: „სიტიში“ ტიტულების მოსაგებად მოვედი“

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, ჯეკ გრილიშმა, ჟურნალისტებს თავისი გეგმების შესახებ უამბო.

„სიტიში“ ტიტულების მოსაგებად მოვედი. მინდა მაქსიმალურად წარმატებული მოთამაშე გავხდე.

მაქვს ოცნება ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო. რახან კლუბმა ჩემში ამდენი ფული გადაიხადა, ესე იგი, უნდა ვეცადო გულშემატკივრების მოლოდინი გავამართლო. სხვა მხრივ, ასეთი თანხის გამო წნეხს არ ვგრძნობ. პირიქით, ეს თავდაჯერებას მმატებს.“ - ციტირებს გრილიშის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ 25 წლის ნახევარმცველი „ასტონ ვილასგან“ 118 მილიონ ევროდ იყიდა.

0.121467