თამაშგარე

11:50 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნის მორიგი სექს-სკანდალი

ერთ დროს სუპერმეგოლე, ახლა კი მწვრთნელად გარდასახული ინგლისელი ვეტერანი მობურთალი უეინ რუნი ისეთი კაცია, სკანდალში რომ არ გაეხვეს, რაღაც სიგიჟეს თავად მოიგონებს და საბოლო ჯამში მაინც მისნაირ ვარსკვლავებზე მონადირე ბრიტანული ბულვარული პრესის “გემრიელი საკბილო“ გახდება.

ამ ორი კვირის წინ, სრულიად ალბიონის პრესის ფურცლები მოიცვა მართლაც რომ სკანდალურმა (თუმცა უხარისხო) ფოტოებმა, სადაც ასახული იყო ბეყერა რუნი სამ ლამაზმანთან ერთად არცთუ რთულად გასაგებ გარემოში. სწორედ ამიტომაც, ეს დღეები უეინმა მედიასთან განმარტებების გაკეთებასა და ცოლთან შერიგების მცდელობაში გაატარა.

როგორც ჩანს მობურთალმა საბოლოოდ მაინც მაღწია საწადელს და თავისი ცოლი ყოფილი მოდელი (და ახლა უკვე ოთხი შვილის დედა) კოლინ ქრივი დაარწმუნა, რომ სკანდალურ ფოტოებზე ასახული გოგონები უენის გაწვრთნილი კლუბის, “დერბი ქაუნთისთვის“ სამიჯო ფოტოებს იღებდნენ და რუნი ამ ფოტოებზე სრულიად სრულიად შემთხვევით გამოჩნდა. ისე, რუნი კი ამბობს დავაჯერეო, მაგრამ მართლა დაუჯერა თუ არა ცოლმა, ეს -საკითხავია...

0.142763