ავტოსპორტი

10:19 | 10.08.2021 | ნანახია 766 - ჯერ

„ფერარის“ 4-ცილინდრიან ძრავებზე გადასვლა სურს

ფორმულა 1 ძრავების ახალ რეგლამენტზე მსჯელობას აგრძელებს. ის ძალაში 2025 წელს უნდა შევიდეს, მაგრამ გუნდები ერთობლივ გადაწყვეტილებასთან ჯერჯერობით ახლოსაც არ არიან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გუნდები თანახმანი არიან, ახლანდელი ჰიბრიდული ძრავები შეინარჩუნონ და ისინი აგრეგატში ელექტრო ძრავის წილის გაზრდასაც უჭერენ მხარს. მაგრამ არის განსხვავებული მოთხოვნებიც.

მაგალითად, როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ გვამცნობს, რომ „ფერარის“ 6-ცილინდრიანიდან, 4-ცილინდრიან ტურბო ძრავებზე გადასვლა სურს. ძრავების ახალი რეგლამენტის მომხრეა „რედ ბულიც“, ოღონდ ავსტრიულ გუნდს, მარანელოელთაგან განსხვავებული პოზიცია აქვს. კერძოდ, კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველ ჰელმუტ მარკოს, MGU-H სისტემის გაუქმება სურს. გარდა ამისა, ის თვლის, რომ გუნდებმა სტანდარტული ტურბინები, ელემენტების ბლოკი და სისტემა KERS უნდა გამოიყენენ.

სულ სხვაგვარად ფიქრობენ „რენოში“, რომელიც ძრავებით თავისსავე „ალპინს“ ამარაგებს. ფრანგებს ასეთი ცვლილებები არ მოსწონთ. „ალპინის“ შეფის, მარტინ ბუდკოვსკის აზრით, თუ საწვავი СО2 ნეიტრალური იქნება, მისი ეკონომიისთვის 4-ცილინდრიან ძრავებზე გადასვლა საჭირო აღარ გახდება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.12002
766