ეკატერინბურგის „ურალის“ მთავარმა მწვრთნელმა იური მატვეევმა „სოჭისთან“ (0:2) მატჩის შემდეგ ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო და მომავალში მასზე იმედებსაც ამყარებს.
„ჯერჯერობით ის ჩვენთან მხოლოდ ორი კვირაა. ლუკას ტექნიკური აღჭურვილობა და ნათელი გონება აქვს. იმედია, მომავალში დიდ სარგებელს მოგვიტანს“, - თქვა მატვეევმა.
„ურალმა“ „სოჭისთან“ 0:2 წააგო, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 25 წუთი ითამაშა. გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სამი ტურიდან ორში მიიღო მონაწილეობა. ის მოსკოვის „დინამოს“ საკუთრებაა და „ურალში“ იჯარით თამაშობს.