ლიონელ მესი პარიზში უახლოეს 72 საათში იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პსჟ-ს მფლობელების, ალ-ტანის ოჯახის წევრმა დაწერა.
„სიმართლე არ არის, რომ თითქოს მესი სხვა კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პსჟ-სთან 100%-ით ყველაფერი შეთანხმებულია და მესის პარიზში უახლოესი 72 საათის განმავლობაში ელოდებიან“, - დაწერა ბინ ჰამად ალ-ტანიმ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებენ. უკვე შეთანხმებულია 3-წლიანი კონტრაქტიც და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანებში გაოფიციალურდება.