ფეხბურთი

21:20 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მესის ტრანსფერით ფინანსურ ფეირ-პლეის არღვევს, მაგრამ უეფა რეაგირებას არ ახდენს

„ბარსელონას“ პარტნიორთა ჯგუფი „პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის ტრანსფერის ჩაშლას ცდილობს. მათი ძირითადი არგუმენტია, რომ ფრანგული კლუბი უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებს არღვევს, მაგრამ უეფა ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

2019-2020 წლების სეზონში თანაფარდობა ხელფასებსა და ბრუნვას შორის პსჟ-ში 99% იყო, ხოლო „ბარსელონაში“ მხოლოდ 54%, მას მერე კი სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ბარსელონამ“ სწორედ ფეირ-პლეის გამო ვერ მოახერხა ლიონელ მესის კონტრაქტის დარეგისტრირება, მაგრამ როგორც ირკვევა, ამ კუთხით პსჟ-ში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა. ისინი ამტკიცებენ, რომ პსჟ-ს არ აქვს უფლება, რომ მესი დაიმატოს თუ მანამდე 180 მილიონი ევროს გაყიდვებს არ განახორციელებს, მაგრამ მიმდინარე ზაფხულს პარიზულმა კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (ბეკერი) გაასხვისა და ისიც 10 მილიონ ევროდ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უახლოესი მეგობრები არიან და სუპერლიგის წინააღმდეგ ერთად იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ მესის დღეს პარიზში ელოდნენ, მაგრამ ის საფრანგეთის დედაქალაქში არ გაფრენილა, რადგან მხარეებს შორის ყველანაირი დეტალი ჯერ შეთანხმებული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11594