„ბარსელონადან“ ხუამე ლოპისი წავიდა, რომელიც აქამდე Espai Barca (დირექტორთა საბჭოს პროექტი, რომელიც ეხება „კამპ ნოუსა“ და „ბლაუგრანას“ სხვა სტრუქტურებს). ამის შემდეგ მან ესპანურ მედიასთან ისაუბრა და ლიონელ მესის გუნდიდან წასვლაში ჟოან ლაპორტა დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნების სურვილი არ ჰქონდა.
„გადავდექი იმიტომ, რომ მქონოდა თავისუფლად მეთქვა ის, რაზეც ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს და ისინი გამჭვირვალობას ითხოვენ. არ გაკეთებულა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ყველამ დაინახა სიცივე მესისა და ლაპორტას შორის. სიმართლე არ უთქვამთ, გვინდა გავიგოთ რა შუაშია ლაპორტა პერესთან. სუპერლიგა დიდი პროექტია, მაგრამ გაურკვეველი და არ არის ნათელი. სანამ ფანები ლეოსთან დამშვიდობებას გლოვობდნენ, ლაპორტა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან ერთად ვახშმობდა. არ ყოფილა მის დარჩენაზე რეალური მოლაპარაკებების სურვილი“, - თქვა ლოპისმა.