ფეხბურთი

18:25 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუმ "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და ბელგიელს ლონდონში ელოდებიან.

28 წლის ფეხბურთელმა დღეს დილით მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა და საღამოს ლონდონისკენ აიღებს გეზს, სადაც კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულებამ 115 მილიონი ევრო შეადგინა.

ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლიდან ირჯებოდა და 95 მატჩში 64 გოლის გატანა მოასწრო. მან ინგლისში „ჩელსის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ევერტონისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსება დაუცავს, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე ბრიუსელის „ანდერლეხტში“ თამაშობდა.

0.114808