კალათბურთი

17:45 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 16 წლამდე გოგონათა შორის ევროჩელენჯერს მასპინძლობს

დღეს თბილისში სტარტს აიღებს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მალტის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ დასრულდა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯი, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მაღალ დონეზე და უსაფრთხოდ უმასპინძლა.

16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი 9 აგვისტოს რომ დაიწყება, 14-მდე გასტანს. ყოველ დღე თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი ჩატარდება, ხოლო 12 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა.

2 დღეა, ევროჩელენჯის მონაწილე ნაკრებები თბილისში ჩამოვიდნენ და სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაბინავდნენ. გუნდები სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ და მოახლოებული ტურნირისთვის ემზადებიან. ტურნირზე გამარჯვებული ერთი წრის ჯამში გამოვლინდება.

გაუარესებული კოვიდ-ვითარების გამო სპორტის სასახლეში თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ყველ მატჩის ლაივ-ტრანსლირება მოხდება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის YouTube და Facebook გვერდებზე.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174541