ფეხბურთი

17:05 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ფლორენცის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური „მილანი“ დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და „რომას“ გამოცდილი ფეხბურთელის, ალესანდრო ფლორენცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, „როსონერის“ ხელმძღვანელებს „რომას“ შეფებთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდათ. მილანელებს 30 წლის ფეხბურთელის გადაბირება იჯარით სურთ.

ფლორენცი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და კარგა ხანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბოლო ორი სეზონი იჯარით ჯერ „ვალენსიაში“ და მერე „პარი სენ ჟერმენში“ გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ფლორენცი იტალიის ნაკრებთან ერთად ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. მას „სკუადრა აძურაში“ 45 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.113782