ძიუდო

12:03 | 9.08.2021 | ნანახია 4135 - ჯერ

ოლიმპიადის შემდეგ განახლებული რეიტინგი და ქართველი ძიუდოისტების წინსვლა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც ბუნებრივია, რომ ცვლილებები მოხდა. თითქმის ყველა ქართველმა ძიუდოისტმა წარმატებული ოლიმპიადის შემდეგ რეიტინგში წინსვლა მოახერხა.

60 კგ

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლუხუმ ჩხვიმიანმა მე-7 ადგილი დაიკავა, რეიტინგში კი ერთი პოზიციით დაწინაურდა და 5 364 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ამ წონას იაპონელი ნაოჰისა ტაკატო ლიდერობს, რომელსაც კვალში მისი თანამემამულე რიუიუ ნაგაიამა უდგას, ხოლო მესამე ადგილზე ყახახი იელდოს სმეტოვია. მე-18 პოზიციაზეა თემურ ნოზაძე.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველი ძიუდოისტი ამ შედეგის შემდეგ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მესამე ადგილზეა. ვაჟას აქტივში 7 185 ქულაა, ქართველ ძიუდოისტს კი მხოლოდ ჰიფუმი აბე, რომელმაც 4 პოზიციით წაიწია წინ და იტალიელი მანუელ ლომბარდო უსწრებენ. ამ წონაში 29-ე ადგილს იკავებს ბაგრატ ნინიაშვილი.

73 კგ

მარგველაშვილის მსგავსად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც ერთი საფეხურით განიცადა პროგრესი. ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი 7 165 ქულით ამ დროისთვის მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს ჩამორჩება, ხოლო სამეულშია რუსტემ ორუჯოვი. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოს, მან 8 ადგილით შეძლო პროგრესირება, მაგრამ მაინც მხოლოდ მე-5 ადგილზე იმყოფება. ვთქვათ ისიც, რომ 50-ე ადგილზეა ნუგზარ ტატალაშვილი.

81 კგ

ამ წონით კატეგორიაში სამეულში არანაირი ცვლილება მომხდარა. ლიდერი ბელგიელი მატიას კასეა, მეორე პოზიციაზე ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი იმყოფება, ხოლო 6 913 ქულით სამეულს ტატო გრიგალაშვილი ხურავს. ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე 7 პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილზეა. ამ წონაში მე-17 საფეხურზეა ლუკა მაისურაძე.

90 კგ

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ორი საფეხურთი წინ წაწევა მოახერხა, მაგრამ წონას ისევ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ლიდერობს. ბექაური 7 730 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო სამეულშია ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი. მე-10 ადგილზე ბექა ღვინიაშვილი იმყოფება, ხოლო მე-40 პოზიციაზეა ავთანდილ ჭრიკიშვილი.

100 კგ

ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩენის მიუხედავად 100 კგ წონით კატეგორიას კვლავ ქართველი ლიდერი ჰყავს - ვარლამ ლიპარტელიანი. ქართველის ანგარიში 8 228 ქულაა. ლიპარტელიანს კვალში ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი უდგას, რომელმაც 3 პოზიციით განიცადა პროგრესი, ხოლო მესამე ადგილზე პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკაა. ამ დროისთვის მე-20 ადგილს იკავებს პერსპექტიული ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე.

+100 კგ

მძიმე წონაში გვარიანი ცვლილებები მოხდა. ყოფილი ლიდერი ტამერლან ბაშაევი მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ჰისაიოში ჰარასავა მეორე საფეხურიდან მეოთხემდე დაეშვა. წონას ახალი ლიდერი ჰყავს - ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი, რომელიც ოლიმპიადის წინ მეოთხე იყო. 4 პოზიციით დაწინაურდა გურამ თუშიშვილი, რომელმაც ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიგო. გურამს 7 415 ქულა აქვს და რეიტინგში მეორე ადგილზეა, ჩამორჩება რა, მხოლოდ კრპალეკს, რომელთანაც ფინალი წააგო. ამავე წონაში ათეულთან ახლოსაა გელა ზაალიშვილი, რომელიც მე-11 საფეხურზეა, ხოლო ლეგენდარულმა ტედი რინერმა ბრინჯაოს მედლით 4 საფეხურით წინსვლა შეძლო და მე-12 პოზიციაზეა. კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ლევან მატიაშვილი კი 24-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და 4 მედალი მოიპოვა, მაშინ, როდესაც მანამდე მაქსიმალური შედეგი 2 მედალი იყო კონკრეტულად ოლიმპიურ თამაშებზე.

ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ) მეშვიდე პოზიცია ერგო. ხსენებული 7 ძიუდოისტიდან 4 ფინალში გავიდა და 6 ნახევარფინალში, რაც მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:12 | 15.08.2021
lagashi (6738)

წელს აპირებენ ჩვენები სადმე გამოსვლას?

21:26 | 17.08.2021
fidofido (3392)

არჩევნებამდე არა სახაშლამე ხორცივით საარცევნოდ ცამოატარებენ და მერე გამოვლენ სადმე. შემაჯამებელ ტურნირში ალბათ თუ ჩატარდა

12:52 | 18.08.2021
lagashi (6738)

20:45 | 09.08.2021
O.KANI (475)

პ.ს. გუჯეჯიანის „ისტორიული და საფირმო“ რჩევა- დარიგება მარგველაშვილს აბესთან სხვატკის დროს ძუდოს მატეანეშია შესატანი „თვალებში უყურე თვალებში შეშინებულიაო“ მარგველამაც შეხედა თვალებში აბეს.... და გაიფიქრა, ისემც შენ მ....ან პატრონიო.

20:33 | 09.08.2021
O.KANI (475)

გუჯეჯიანი დაღუპავს ნაკრებს აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ვნახავთ რეგრესს, მაგან ისეთი მზეობები იბაზრა პირველ არხზე გუშინ რო, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი რა ტესლიცაა, ეგ თუარ მოშორდა მარტო ბექაურის გიჟური( კარგი გაგებით) ჭიდაობის იმედზე ვიქნებით მხილოდ, დანარჩენებს რეგრესი გარანტირებული აქვთ!!!

21:15 | 09.08.2021
Marco8 (3589)

რა ისაუბრა?

14:57 | 09.08.2021
zviadi-shxefi (6306)

ძალიან ხშირად მოგვეცემა ამის შანსი ძიუდოში. ძიუდოს ფედერაცია მუშაობს. კალათბურთის ფედერაცია მკვდარია, ფეხბურთი მათი ბიძაშვილია. ჭიდაობის ფედერაცია კი ყველაზე დაღუპული ფედერაციაა წამყვან ფედერაციებს შორის თორემ მძლეოსნობის ფედერაციას კი ჯობნიან

14:39 | 09.08.2021
fidofido (3392)

ძიუდოისტების გამოსვლა ყველაზე დიდი სასიამოვნო სიურპრიზი იყო რომ არა ისინი მაგარი ცაკუკული ოლიმპიადა გვქონდა. პირველად არსებობის მანძილზე 7 წონაში გვქონდა მედლის აღების შანსი არამგონია ასეთი შანსი კიდევ მოგვეცეს

14:38 | 09.08.2021
fidofido (3392)

ოლიმპიადის ჩემეულ შეჯამებას გავაკეთებ რას ველოდი და როგორ ახდა ჩემი მოლოდინი. 60-ში ჩხვიმიანს საკმაოდ ბევრი გაუცდა და პროგნოზის გაკეთება მიჭირდა მაქსიმუმ ბრინჯაოს ველოდი და უმედლოდ დარჩა. 66-ში მარგველასგან ყველაფერს და არაფერსაც და ვერცხლი. შავისგან მედალს ონოს თუარ გადაეყრებოდა ფინალამდე და მედალი დადო ვერცხლი. 81-ში გრიგალასგან ყველა მედალს და თან ოქროს ელოდო არ მქონდა ოქროს მოლოდინი მსოფლიოს მერე ბრინჯაოც სათუთოდ მიმაჩნდა რადგან მეტოქეებს ზემოდან უყურებდე ზერელედ არ აფასებდა ნამეტანი თავდაჯერებული იყო და საბოლოოდ ამან დააღალატა. 90-ბექაურისგან ოქროს დ აბევრჯერ დავწერე რატომაც ახალგაზრდული ასაკის და არანორმალური ჟილკის გამო და ოქროთი დაგვიბრუნდა სოფელში. 100-ლიპოს ჩემპიონობის არმჯეროდა ბოლო წლებში თითქმის ყველაფერი წააგო ევროპა მსოფლიო ფაქტია ჯანი აღარ ყოფნიდა და საბოლოოდ უსახელოდ დაასრულა კარიერა. თუში გადამალული იყო და როგორც სხვები მეც მაქსიმუმი ბრინჯაოს ველოდით მაგრამ ბაშაევმა რინერი რო გააგორა ყველა ჩემპიონობას ველოდით მაგრამ ტატოსავით თუშიც თვითდაჯერებულობამ დაღუპა ჩეხთან პირად შეხვედრა ყვეალ მოგებული ჰქონდა.

21:06 | 09.08.2021
lagashi (6738)

არხილოსკალოელი ხარ?

21:56 | 09.08.2021
fidofido (3392)

მეზობელი სოფლიდან. ლაშას მშობლებს ვიცნობ საკმაოდ ახლოს. თვითონ ლაშა პატარა ბიჭი მახსოვს.

12:33 | 09.08.2021
lagashi (6738)

რა შეიძლებ ვუწინასწარმეტყველოთ ამ შვიდეულს მომავალი სეზონებისთვის?

ჩხვიმიანი თუ არ მოეშვა შეუძლია ოლიმპიადამდე დარჩენილი 3 წელი ისევ პირველ ნომრად დარჩეს ნაკრებში, მთავარი კონკურენტი ნოზაძე იქნება, და თუ პროგრესის რესურსი აღმოაჩნდება მაშინ ამოაგდებს ჩხვიმიანს კიდეც. ასევე ბოლომდე არ გამოვრიცხავ პატარა პაპინაშვილს

66-ში ალბათ მარგველაშვილიც პირველ ნომრად გაქაჩავს 2024 წლამდე, უბრალოდ მომავალ ციკლში ბევრად მეტის დამტკიცება მოუწევს ვიდრე გასულში, რადგან ნინიაშვილი და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი წამოეწევიან…

შავდათუაშვილს ასაკი და უცნობი კონკურენტები ერთად წამოეპარებიან და მომავალ ოლიმპიადაზე ალბათ ახალი სახე წარდდგება.

81-ში გრიგალაშილის უნდა იყოს მომავალი 4-5 წელი!

90-აქ ბექაური ნომერ პირველი, ღვინიაშვილი და მაისურაძე კი მე-2 ნომრობაზე იპაექრებიან

ლიპო წავიდა და მომავალი სულამანიძისაა

მძიმეში ვაითუ თუშიშვილი ფსიქოლოგიურად გატყდა და არც მოინდომოს მომავალ ოლიმპიადაზე ფიქრი, და თუ მოინდომა მაშინ ვფიქრობ რომ 3 წლის მერეც აჯობებს ზაალიშვილს

13:34 | 09.08.2021
fidofido (3392)

ჯერ დიდი დროა მაგრამ შავი 32 იქნება და სავარაუდოდ ეგ წავა აბა არავინ ჩანს მის წონაში კონკურენტი

12:21 | 09.08.2021
lagashi (6738)

ეჰ, რომ არა თუშიშვილის მიერ ოქროს ასეთი დასანანი განიავება, კმაყოფილზე კმაყოფილი ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა რომ ისედაც ძალიან კარგი რეზულტატი აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა...

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.11928