თამაშგარე

11:18 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის “სპარტაკის“ ფანები ქალს გადაეკიდნენ

ფეხბურთის ფანები მათ საქმეში ცხვირის ჩამყოფ და ფეხბურთის ნაკლებად მცოდნე ადამიანს თუ გადაეკიდნენ, მერე ბულინგის ობიექტმა ფეხბურთი სულ რომ ექსპერტის დონეზე ისწავლოს, მისი საქმე მაინც წასულია. სწორედ ასე დაემართა მოსკოვის “სპარტაკის“ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ ფედუნის ცოლს, ზარემა სალიხოვას.

ოლიგარქმა ფედუნმა მოსკოვის “სახალხო გუნდს“ გვარიანი თანხა დაახარჯა, მაგრამ “სპარტაკმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ლისაბონის “ბენფიკასთან“ მაინც გემრიელი მარცხი იწვნია, რასაც ქომაგების აღშფოთება მოჰყვა და გულშემატკივრების გულისწყრომა ფედუნზე არანაკლებად მის ცოლს, ზარემა სალიხოვას დაატყდა, რომელიც რუსული პრესის ინფორმაციით გუნდის საქმეებში მუდმივად ყოფს ცხვირს.

ზარემას მისამართით “სპარტაკის“ ფანები ჯერ კიდევ ხსენებული მატჩის მიმდინარეობისას ყვიროდნენ ისეთ ფრაზებს ყურში რომ არ შეიშვება. მატჩის დასრულების შემდეგ კი რუსული სოციალური ქსელები ლეონიდის და ზარემას ფოტოებმა მოიცვა წარწერებით: „ლეონიდ, შენს ბოზ ცოლს მიხედე!“.

0.128899