კალათბურთი

10:26 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დაასრულეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში – 72:82 (სტატისტიკა) წააგეს.

ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით – 65:66 ჩამორჩებოდა და ბრძოლაც წინ იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულ დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი დათმო. ტუნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091746