ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ლიონელ მესისთან შეთანხმებულია და მხოლოდ დროის ამბავია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხოს.
როგორც ცნობილი გახდა, მესი პარიზში დღეს საღამოს ჩავა და ორშაბათ დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი ორწლიან კონტრაქტს 35 მილიონევროიანი ანაზღაურებით ხელს მოაწერს.
არგენტინელ ფეხბურთელს 10 აგვისტოს, „ეიფელის“ კოშკთან წარადგენენ, რომელიც პსჟ-მ უკვე იქირავა.
შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტია. მან ესპანურ კლუბში 21 წელი გაატარა, 2004 წლიდან კი მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი დატოვა.