ფეხბურთი

13:49 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია

მილანის „ინტერი“ „რომას“ კაპიტან ედინ ჯეკოს ტრანსფერზე შეთანხმდა. იტალიური მედიის ცნობით, ბოსნიელი კარიერას ლომბარდიულ გრანდში გააგრძელებს.

„ინტერმა“ მთავარი ლიდერი რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში“ პრაქტიკულად უკვე გაასხვისა და ეს ცნობა ოფიციალურად მალე უნდა დადასტურდეს. ბელგიელის ერთ-ერთი შემცვლელი ჯეკო იქნება, რომელიც იტალიის ჩემპიონთან შეთანხმებულია. „რომა“ 35 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

თუმცა, ჯეკო ერთადერთი თავდამსხმელი არ არის, რომელსაც „ინტერი“ დაიმატებს. მილანელები ასევე მუშაობენ ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელის, დუვან ძაპატას ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, ედინ ჯეკო „რომაში“ 2015 წლიდან თამაშობს და 260 შეხვედრაში 119 გოლი აქვს გატანილი.

0.135496