სხვა

13:20 | 8.08.2021 | ნანახია 4807 - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: აშშ-მ ჩინეთს გადაასწრო, საქართველოს საბოლოო პოზიცია ცნობილია

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები დასრულდა და ყველა მედალი გათამაშდა. შედეგად, გაირკვა, რომ საქართველომ საერთო ჩათვლაში 33-ე ადგილი დაიკავა. ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ საკმაოდ წარმატებულ ქვეყნებს გაუსწრო, მაგალითად თურქეთს, საბერძნეთს, ისრაელს, უკრაინას, სლოვაკეთს, ავსტრიას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თუნდაც კიდევ ერთი ოქროს მედალი რომ მოგვეპოვებინა, შედეგი გაცილებით კარგი იქნებოდა.

მოგეხსენებათ, უპირატესი არის ოქროს მედალი და არა მედლების რაოდენობა. მედლების რაოდენობის მიხედვით საქართველო 29-ე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ თითქმის მთელი ოლიმპიადა პირველ ადგილზე ჩინეთი იყო, მაგრამ ზუსტად ბოლო საშეჯიბრო დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაასწრო და ერთი ოქროს მედლით აჯობა. შედეგად, აშშ საერთო ჩათვლის ლიდერია, ხოლო ჩინეთს მეორე ადგილი ერგო. სამეულში მოხვდა მასპინძელი იაპონია.

1. აშშ - 113 მედალი (39 ოქრო, 41 ვერცხლი, 33 ბრინჯაო)

2. ჩინეთი - 88 მედალი (38 ოქრო, 32 ვერცხლი, 18 ბრინჯაო)

3. იაპონია - 58 მედალი (27 ოქრო, 14 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)

4. დიდი ბრიტანეთი - 65 მედალი (22 ოქრო, 21 ვერცხლი, 22 ბრინჯაო)

5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 71 მედალი (20 ოქრო, 28 ვერცხლი, 23 ბრინჯაო)

6. ავსტრალია - 46 მედალი (17 ოქრო, 7 ვერცხლი, 22 ბრინჯაო)

7. ნიდერლანდები - 36 მედალი (10 ოქრო, 12 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

8. საფრანგეთი - 33 მედალი (10 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

9. გერმანია - 37 მედალი (10 ოქრო, 11 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

10. იტალია - 40 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 20 ბრინჯაო)

...33. საქართველო - 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

მედლების რეიტინგი სრულად იხილეთ აქ...

აქვე შეგახსენებთ, ქართველ მედალოსნებს: ვაჟა მარგველაშვილი (25 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილი (26 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა ბექაური (28 ივლისი, ძიუდო, ოქრო), გურამ თუშიშვილი (30 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ანტონ პლესნოი (31 ივლისი, ძალოსნობა, ბრინჯაო), იაკობ ქაჯაია (2 აგვისტო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვერცხლი), ლაშა ტალახაძე (4 აგვისტო, ძალოსნობა, ოქრო), გენო პეტრიაშვილი (6 აგვისტო, თავისუფალი ჭიდაობა, ვერცხლი).


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 16.06.2021
nugo1113 (1656)

აზერებთან გაძრომის შანსი არის 1 %

18:20 | 16.06.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

ოლიმპიაკოსის ფანი იყო სწორედ ის იაზონი, საქართველოდან ოქროს საწმისი რომ გაიტაცა.
ხოლო მისი ხელისშემწყობი მედეა კი რომანა ფიფიას ბებიის ბებიის ბებიის.... ბებია იყო.
ამაზე დინამოს ღვაწლმოსილი პრეზიდენტიც დღენიადაგ წუხს და ახლა აცხადებს, დადგა დრო ბერძნებმა ყველა ვალი დაგვიბრუნონო

16:05 | 16.06.2021
kila (557)

ეჰ ნეფტჩიც მოგვიგებს და შემდეგ ალბათ კაირატიც. კიდევ ერთი სამარცხვინო კლასკვიკური კაშმარი გველოდება,სამწუხაროა ძალიან მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს.ცხადაძე თუ რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს თორემ ამ ფეხბურთელების იმედად ჩემი მტერი იყოს

16:05 | 16.06.2021
გუსანი (746)

რეალისტურად თუ შევხედავთ- სახარბიელოდ არ ყოფილა დინამოს საქმე. სასწაულს ველოდებით და იქნება-ც ... მოხდეს....

15:12 | 16.06.2021
Homerson (108)

დინამომ შემადგენლობა თუ არ გააძლიერა ვერ გავცდებით ნეფთჩის

14:50 | 16.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

დაერხათ ბერძნებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062556
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
4807