ფეხბურთი

11:54 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "მესი პსჟ-ში ითამაშებს"

ლიონელ მესი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა.

„ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მესი პსჟ-ში ითამაშებს“, - თქვა კატალონური გუნდის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ფინანსური პრობლემებისა და ლა ლიგის რეგულაციების გამო მხარეებმა სურვილის მიუხედავად კონტრაქტი ვერ გააფორმეს და მესი „ბარსელონას“ ფეხბურთელად ვერ დაარეგისტრირეს. მოსალოდნელია, რომ არგენტინს პსჟ 10 აგვისტოს, ეიფელის კოშკში წარადგეს.

0.111022