ფეხბურთი

1:26 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პედრიმ ფერნანდეშის რეკორდი გააუმჯობესა

ესპანეთის პირველი და ოლიმპიური ნაკრებების წევრმა, „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველმა პედრიმ, 7 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ითამაშა ბრაზილიელების წინააღმდეგ (1:3). ეს მისი 73-ე მატჩი გამოდგა 2020-21 წლების სეზონში. ამდენი შეხვედრა ერთი სეზონის განმავლობაში მანამდე არავის უთამაშია.

რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ბრუნუ ფერნანდეშს ეკუთვნოდა - 72 მატჩი.

0.116118