ფეხბურთი

22:25 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორი მატჩით განახლდა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა და 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაწელს სტუმართა ფეხბურთელმა კაკაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ლოკომოტივს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 20 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

გორის „დილა“ წყალტუბოში, „სამგურალს“ ესტუმრა და 3:1 იმარჯვა. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო მეორე ნახევარში მატჩის გმირი ნიკა გაგნიძე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „დილა“ 38 ქულით მესამეა, „სამგურალს“ 29 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

22-ე ტურში „დინამო თბილისი“ „საბურთალოს“, „დინამო ბათუმი“ „სამტრედიას“, ქუთაისის „ტორპედო“ კი „თელავს“ უმასპინძლებს.

„სამგურალი“ – „დილა“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 კამარა (15), 1:1 ფონიავა (23, პენ), 1:2 გაგნიძე (60), 1:3 გაგნიძე (90)

„ლოკომოტივი“ – „შუქურა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კაკაშვილი (29, ა.გ)

0.125339