ფეხბურთი

22:51 | 7.08.2021 | ნანახია 1631 - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ ეიფელის კოშკი 10 აგვისტოსთვის იქირავა. იქ შეიძლება მესი წარადგინონ

„პარი სენ-ჟერმენმა“ 10 აგვისტოსთვის პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი იქირავა - გვამცნობს ESPN-ის ჟურნალისტი დიეგო მონრიოგი. ვარაუდობენ, რომ იქ ლიონელ მესის წარდგენის ცერემონია გაიმათება, რომელიც ფრანგულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

საინტერესოა, რომ პსჟ-ს ასეთი გამოცდილება უკვე აქვს. 2017 წელს ეიფელის კოშკში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ახალწვეული (222 მილიონი ევრო), ნეიმარი წარადგინეს. მაშინ კლუბმა ქირაში 300 ათასი ევრო გადაიხადა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:06 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

სუარესს აქვს ლიგაზე გატანილი 27 გოლი,ბენზემას 76.ყველაზე უცნაური ეს ციფრებია თუმცა რეალობა ეგაა,სუარესს ლიგაზე გატანა ყოველთვის უჭირდა.მბაპე უსწრებს უკვე ტიპს,რომელ ბენზემაზეა საუბარი.ჰოლანდიც გაასწრებს მალე.სირცხვილია აიაქსის-ლივერპულის-ბარსელონას და ატლეტიკოს ცენტრფორვარდს მხოლოდ 27 გოლი რომ აქვს ლიგაზე

12:52 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

დღეს უფრო საინტერესო სათამაშო დღეა,4 მერვედფინალისტია გასარკვევი.გუშინ ერთი იყო მარტო გასარკვევი და ატლეტიკო გახდა ეგ ერთი მილანის ან პორტუს ნაცვლად.ისე ბევრი რეკორდი დამყარდა ამ ლიგაზე,ჰალემ ჯგუფში 6-ივე თამაშში გაიტანა(რაც კრისტინა-ლევანასაც შეუძლიათ,თან კრისტინას მეორედ შეუძლია მაგის გაკეთება,თუმცა ჰალემ ზოგადად პირველი 6 თამაში ითამაშა ლიგაზე და არ მგონია მაგ რეკორდს კაიხანი ვინმე შეეხოს),ლივერპულ-აიაქსმა ექვსივე მოიგეს რისი გაკეთება ბაიერნსაც შეუძლია.ბომბარდირთა დავაშიც ბევრი გოლი გააქვთ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ხალხს.10 გოლი გაიტანა ჰალემ,9 აქვს ლევანას და დღეს კიდევ შეუძლია მიამატოს.10 გოლით ზოგადად სეზონის ბომბარდირი ხდებოდა ხალხი,ამათ ჯგუფში გააქვთ ამდენი

12:44 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

ატლეტიკო გაძვრა მაინც.ამ 4 ჯგუფიდან ყველა ძლიერი გუნდი გავიდა მერვედფინალში,ნუ ერთადერთი დორტუნდის გასვლა შეიძლება ჯობდა სპორტინგის გასვლას,თუმცა არც სპორტინგია ცუდი გუნდი და არაფრით ნაკლები არაა დორტმუნდზე.შემტევ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს ლისაბონური გუნდი

0.062301
1631