„ჩელსიმ“ „ინტერის“ ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გაფორმების თაობაზე მუშაობა დაასრულა. ლონდონური კლუბი ბელგიელში 115 მილიონ ევროს გადაიხდის - გვამცნობს Sportitalia.
წყაროს ინფორმაციით, ყველა საბუთი დღესვე, 7 აგვისტოსვე გაფორმდება და ლუკაკუს შეეძლება ლონდონში ჩასვლა.
ლუკაკუ ადრეც იცავდა „ჩელსის“ ღირსებას 2011-14 წლებში, მაგრამ მაშინ თავი ვერაფრით გამოიჩინა. ჯერ „ვესტ ბრომვიჩში“ გაანათხოვრეს, შემდეგ „ევერტონში.“ სულ კი „ჩელსიში“ 10 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.