სხვა

19:50 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიელმა ველომრბოლებმა მედისონში ოქროს მედლები მოიპოვეს

დანიელმა ველომრბოლებმა, ლასე ნორმან ჰანსენმა და მიხაელ მორკოვმა მედისონში ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს. იზუს ველოდრომზე ველოდრომზე, ტურნირის ბოლოსწინა დღეს, მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდა.

თუმცა ყველაზე მქუხარე მისალმება, კეირინში მოასპარეზე იაპონელებს ხვდათ. იუდაი ნიტამ და იუტა ვაკიმოტომ კეირინის მეოთხედფინალს მიაღწიეს და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონმა დანიელებმა, 200-წრიან რბოლაში, რომელიც 50 წუთი გრძელდებოდა, ყველაზე უკეთესი გამძლეობა გამოავლინეს. ჰანსენი ორმაგად მონდომებული იყო მას შემდეგ, რაც გუნდურ გამოდევნებით რბოლაში, მოულოდნელი მარცხი იწვნია.

დანიელები ქულებს სტაბილურად აგროვებდნენ და რბოლის მეორე ნაწილში, უახლოესი მდევარი საფრანგეთი შორს ჩამოიტოვეს. საბოლოოდ, მათ 43 ქულა დააგროვეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამგვარად, ჰანსენი პირველი დანიელი ველომრბოლია, ვინც ოლიმპიურ ტრეკზე ჩემპიონი ერთზე მეტჯერ გახდა. მას 2012 წლის ოლიმპიადაზე ომნიუმი აქვს მოგებული.

„ყველაფერი მტკივა, მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ლონდონში ოქროს მოპოვება დიდი მიღწევა იყო, მაგრამ მაშინ ძალიან ახალგზარდა ვიყავი და ამას სრულად ვერ ვაცნობიერებდი. ახლა კი გამარჯვებას ეტად ვაფასებ“, - განაცხადა ჰანსენმა, ვისაც უკვე ხუთი ოლიმპიური მედალი (მათგან ორი ოქროსი) აქვს მოპოვებული.

ვერცხლის მედალი ბრიტანელებმა, ეთან ჰეიტერმა და მეტიუ ვალსმა მოიპოვეს, რომლებმაც რბოლის მიწურულს ტემპი გაზარდეს და 40 ქულამდე ავიდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ფრანგებს, ბენჟამინ თომასს და დონავან გრონდენს დარჩათ. მათაც 40 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბრიტანლებს უპირატესობა იმ გარემოებამ მოუპოვა, რომ მათ ბოლო სპრინტი მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167159